• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

აპლიკაციები

 

ონლაინ პორტალიდან გამოგზავნილი აპლიკაციები ავტომატურად ხვდება სისტემაში. შედეგად თქვენ მიიღებთ სტრუქტურირებულ, დალაგებულ ინფორმაციას ზუსტად იმ საკითხებზე, რაც გაინტერესებთ აპლიკანტთან დაკავშირებით.

სისტემაში კანდიდატის აპლიკაციაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია:

  • ვაკანსია, რომლითაც კანდიდატია დაინტერესებული;
  • კანდიდატის პირადი მონაცემები;
  • კანდიდატის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • მონაცემები ოჯახის წევრებზე;
  • კანდიდატის გამოცდილება;
  • განათლება, სადაც ერთიანდება როგორც კანდიდატის საგანმანათლებლო ხარისხი, ისე მის მიერ გავლილი ტრენინგები, მიღებული სერტიფიკატები, ენებისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კანდიდატის კომპეტენციები;
  • რეკომენდატორები.

ყოველ აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამავე კანდიდატის მიერ სხვა ვაკანსიაზე გამოგზავნილი აპლიკაციები. შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად შეძლებთ თავიდან აირიდოთ ერთსა და იმავე კანდიდატთან რამდენჯერმე კონტაქტი.

მიღებულ აპლიკაციებს სისტემა ავტომატურად ადარებს სამუშაო პროფილში განსაზღვრულ მოთხოვნებს და ანგარიშობს კანდიდატების რეიტინგს, ანუ შესაბამისობას ვაკანსიასთან. რა თქმა უნდა, სისტემა არაფერს წყვეტს, რეიტინგი მხოლოდ დამატებითი ანალიტიკაა იმისთვის, რომ მარტივად და სწრაფად შეძლოთ კანდიდატების პრიორიტეტიზაცია.

სისტემაში აგრეთვე ჩაშენებულია ფილტრაციის ძალიან მოსახერხებელი მექანიზმი. მისი გამოყენებით თქვენ მარტივად შეძლებთ მიღებული აპლიკაციების გადარჩევას, აპლიკაციაში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე. მაგალითად, თუ გსურთ, რომ დაათვალიეროთ ყველა ის კანდიდატი, ვისაც “თსუ” აქვს დამთავრებული, ამისთვის სულ რამდენიმე კლიკი დაგჭირდებათ.

ისეთი კანდიდატების შემთხვევაში, რომლებიც სრულად შეესაბამებიან არსებული ვაკანსიის მოთხოვნებს, მაგრამ თქვენ მათ მაგივრად უკვე სხვა დაიქირავეთ, არსებობს კანდიდატების რეზერვის ფუნქციონალი. მისი გამოყენებით თქვენ კანდიდატს კონკრეტული პოზიციისთვის დაარეზერვებთ. შედეგად ამ პოზიციაზე ახალი ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დარეზერვებულ კანდიდატების პოვნას უკვე მარტივად შეძლებთ.

სისტემაში ასევე არსებობს შავი სიის შექმნის შესაძლებლობა. შავ სიაში ისეთი კანდიდატები შეგიძლიათ მოათავსოთ, რომელთა განხილვაც მომავალში აღარც ერთ ვაკანსიაზე გსურთ.

სისტემა ყველა მიღებულ აპლიკაციას ერთიან ბაზაში აქცევს. შენახული ინფორმაცია ნებისმიერი ახალი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. იგულისხმება, რომ ვაკანსიის გარეთ გამოცხადებამდე თქვენ მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხომ არ გყავთ კანდიდატი უკვე არსებულ ბაზაში.