• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

შერჩევის ღონისძიებები და პროცესის ავტომატიზება

 

სისტემა დაქირავების ღონისძიებების მართვის საშუალებას გაძლევთ. ანუ, სისტემაში შესაძლებელია სამუშაო პროფილში განსაზღვრული ღონისძიებების (მაგ: გასაუბრებების) დაგეგმვა და ჩატარება. ღონისძიებაში შეგიძლიათ მიუთითოთ ჩატარების დრო, ადგილი და შედეგები. მაგალითად, სისტემაში სრულად შეგიძლიათ ასახოთ რა კითხვები დაუსვით კანდიდატს და რა პასუხები მიიღეთ.

სისტემა ასევე გაჩვენებთ ნათელ სურათს იმის შესახებ, თუ დაქირავების რომელ ეტაპზეა კანდიდატი. მაგალითად, თუ კანდიდატმა წარუმატებლად დაასრულა გასაუბრება, მის აპლიკაციას ავტომატურად მიენიჭება წარუმატებელი სტატუსი. თუ სამუშაო პროფილში განსაზღვრული გაქვთ ხუთი ღონისძიება, ხოლო კანდიდატმა სამი უკვე წარმატებით დაასრულა, სისტემა მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ღონისძიებები დაგრჩათ ჩასატარებელი და რომელია შემდეგი. თუ კანდიდატმა ყველა ღონისძიება წარმატებით დაასრულა მის აპლიკაციას ავტომატურად მიენიჭება დამტკიცებული სტატუსი.

ღონისძიების საფუძველზე, კანდიდატებთან ელ. ფოსტით კომუნიკაციასაც შეძლებთ. მაგალითად, შეძლებთ კანდიდატს სისტემიდან ავტომატურად გაუგზავნოთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე როდესაც დაიბარებთ გასაუბრებაზე, წარმატებულად გაივლის გასაუბრებას, ანდაც წარუმატებელი გასაუბრების გამო მის აპლიკაციას აღარ განიხილავთ. ეს კანდიდატებთან უფრო ეფექტურ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.

ღონისძიებები შეიძლება იყოს ინდივიდუალური - ერთი კანდიდატისთვის, ან ჯგუფური - მრავალი კანდიდატისთვის. ასეთი ღონისძიება შეიძლება დაგჭირდეთ, მაგალითად, ჯგუფური გასაუბრების ან ტესტირების შემთხვევაში. ასეთ დროს თქვენ ყოველი კანდიდატისთვის შეგიძლიათ ღონისძიების შედეგის მითითება.

Vabaco Recruiting პროდუქტი სრულადაა ინტეგრირებული Vabaco HRIS პროდუქტთან. შესაბამისად, ორივე პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, დამტკიცებული კანდიდატების სამსახურში ასაყვანად სულ რამდენიმე კლიკი დაგჭირდებათ.