• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

ელექტრონული ტესტირება

 

ელექტრონული ტესტირების მოდული განკუთვნილია კანდიდატების ტესტირებისა და თანამშრომელთა ატესტაციისთვის. არსებული მიზნებიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და ჩაატაროთ მრავალი სხვადასხვა ტიპის ელექტრონული გამოცდა.

ელექტრონული გამოცდების ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი კითხვების შექმნა. სისტემაში არსებული ფუნქციონალის გამოყენებით თქვენ შეძლებთ კითხვების ბაზის ცალკე წარმოებას. შედეგად გექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთიდაიგივე კითხვები, სურვილისამებრ, მრავალ სხვადასხვა ტესტში გამოიყენოთ.

კითხვების ბაზაში შესაძლებელია ყველა იმ კითხვის დარეგისტრირება, რომელიც ოდესმე გსურთ, რომ გამოიყენოთ ელექტრონული გამოცდის ჩატარებისას. კითხვის სისტემაში რეგისტრაციისას თქვენ უნდა შეავსოთ ორი სექცია: კითხვის შინაარსი და კითხვის პასუხები.


შინაარსის სექციაში ივსება შემდეგი მონაცემები:

  • კითხვის ჯგუფი( ძებნის სიმარტივისთვის ბაზაში შესაძლებელია კითხვების ჯგუფებად გაერთიანება);
  • კითხვის სრული ტექსტი;
  • პასუხის ტიპი. შეიძლება იყოს:
    • ერთი პასუხის არჩევა (კითხვა დახურულია და აქვს მხოლოდ ერთი პასუხი);
    • რამდენიმე პასუხის არჩევა (კითხვა დახურულია და შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე პასუხი);
    • ტექსტი (გამოცდის მონაწილემ პასუხი უნდა დაწეროს ტექსტის სახით, ანუ კითხვა ღიაა);
    • რიცხვი (გამოცდის მონაწილემ პასუხი უნდა დაწეროს რიცხვის სახით, ანუ კითხვა ღიაა, თუმცა მისი პასუხი მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობის შეიძლება იყოს).


პასუხების სექცია იცვლება შინაარსის სექციაში არჩეული პასუხის ტიპიდან გამომდინარე. თუ კითხვა დახურულია, პასუხების სექციაში ივსება სავარაუდო პასუხები შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • პასუხის რიგითი ნომერი;
  • პასუხის სრული ტექსტი - ანუ თავად პასუხი;
  • მითითება სწორია თუ არა პასუხი;
  • პასუხის ქულა (კითხვის ყველა სავარაუდო პასუხს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ქულა. გამოცდის მონაწილეც მონიშნული პასუხების შესაბამის ქულას მიიღებს).
  • შეფასების კატეგორია: გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის მონაწილის შეფასება გვსურს მატრიცულად. ანუ გვაინტერესებს არა მხოლოდ მისი მოგროვილი ქულები, არამედ მოგროვილი ქულები კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ამის კარგი მაგალითი იქნებოდა პროფ-ორიენტაციის ტესტი, რომელიც ზომავს თუ რა მიმართულებით მუშაობისკენაა ადამიანი უფრო მეტად მიდრეკილი. ტესტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, მაგალითად: ადამიანებთან მუშაობის სფერო, კვლევითი საქმიანობა, პრაქტიკული ტექნიკური საქმიანობა, ხელოვნება და ა.შ. ამ ტესტში კითხვებს არ გააჩნია სწორი პასუხი და კონკრეტულ კატეგორიებში მოგროვილი ქულების მიხედვით ვხვდებით, თუ რომელი მიმართულებით მუშაობა აინტერესებს ადამიანს.


თუ კითხვა ღიაა პასუხების სექციაში ივსება შემდეგი მონაცემები:

  • მაქსიმალური შეფასება - ანუ მაქსიმალური ქულა, რომელიც გამოცდის მონაწილეს ამ კითხვაზე პასუხში შეიძლება დავუწეროთ;
  • პასუხის ეტალონი - ანუ დასმულ კითხვაზე არსებულ პასუხთა შორის საუკეთესო. რაც უფრო ახლოს იქნება გამოცდის მონაწილის პასუხი ეტალონთან, მით მაღალ ქულას მიიღებს იგი. აქვე მნიშვნელოვანია, რომ თუ არჩეული პასუხის ტიპი “ტექსტია” მაშინ პასუხის ეტალონში ტექსტი უნდა შევავსოთ, ხოლო თუ პასუხის ტიპი “რიცხვია”, ეტალონიც რიცხვი უნდა იყოს.