• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

ტესტების მართვა

 

ყოველი ტესტი საგამოცდო შაბლონს წარმოადგენს. ტესტს რამდენიმე დანიშნულება აქვს: გამოცდისათვის კითხვების გენერაცია თქვენთვის სასურველი ლოგიკით, კითხვებზე პასუხის გაცემის ხანგრძლივობის კონტროლი და საბოლოო შეფასების ფორმატის განსაზღვრა.

გამოცდისთვის კითხვების დასაგენერირებლად თქვენ შეგიძლიათ სამი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოთ, კერძოდ:

  • აირჩიოთ კონკრეტული კითხვები, რომლებიც გინდათ რომ ტესტში მოხვდეს;
  • აირჩიოთ კითხვების ჯგუფი და მიუთითოთ თუ რამდენი კითხვა გსურთ მოხვდეს ტესტში ამ ჯგუფიდან (ამ შემთხვევაში სისტემა თავად აარჩევს მითითებული რაოდენობის კითხვებს შემთხვევითი პრინციპით);
  • აირჩიოთ კითხვების მთლიანი ჯგუფი (ამ შემთხვევაში ჯგუფში გაერთიანებული ყველა კითხვა მოხვდება ტესტში).

სისტემაში ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ კითხვები დავაკავშიროთ კონკრეტულ პოზიციებთან. მაგალითად, პროდუქტის შესახებ კითხვების ჯგუფში გვაქვს 5,000 კითხვა, აქედან ნაწილი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერებისთვისაა, ნაწილი სერვის ოპერატორებისთვის, ნაწილი საცალო გაყიდვების მენეჯერებისთვის და ა.შ. ტესტის შექმნისას თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ გამოცდაში კითხვები დაგენერირდეს მონაწილის შესაბამისი პოზიციიდან გამომდინარე და შედეგად, ყოველი მონაწილე მხოლოდ მისთვის რელევანტურ კითხვებს ნახავს გამოცდაში.

თქვენ აქვე შეგიძლიათ განსაზღვროთ ის, თუ როგორ (ერთ გვერდზე, ან ცალ-ცალკე გვერდებზე) და რა თანმიმდევრობით (თქვენს მიერ განსაზღვრული თუ შემთხვევითი) დაინახონ გამოცდის მონაწილეებმა კითხვები.

ასევე შესაძლებელია, კითხვების სექციებში გაერთიანება (მაგალითად მათემატიკური და ვერბალური ნაწილები ზოგადი უნარების ტესტში).

კითხვებზე პასუხის გაცემის მაქსიმალური ხანგრძლივობა (წუთები) თქვენ ტესტში ხელით შეგიძლიათ მიუთითოთ.

გარდა ამისა ტესტს ასევე აქვს:

  • ინსტრუქცია, სადაც თქვენ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა შეგიძლიათ. ამ ტექსტს გამოცდის მონაწილე ტესტის დასაწყისში დაინახავს.
  • კითხვების მასალა, სადაც თქვენ შეგიძლიათ რაიმე დამატებით ტექსტი, ან სურათი ჩასვათ. ამ მასალას გამოცდის მონაწილე ყოველი კითხვის წინ დაინახავს.

ტესტის შეფასების ნაწილში თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ის ჭრილები, რომლებშიც გსურთ გამოცდის მონაწილის მიერ გაცემული პასუხების გაანალიზება. კერძოდ:

  • გაინტერესებთ თუ არა ტესტის საერთო შეფასება. ანუ გამოცდის მონაწილის მიერ ტესტში ჯამურად მიღებული ქულების რაოდენობა. მაგალითად ფსიქოლოგიური ტესტების შემთხვევაში ჯამური ქულა არ არის ხოლმე საინტერესო.
  • გაინტერესებთ თუ არა ჯამურად მიღებული ქულების პროცენტული გამოხატულება.
  • აქვს თუ არა ჯამურად მიღებულ ქულებს დამატებით შეფასების სკალა - იგულისხმება, რომ ჯამურად მიღებული ქულები შეიძლება ფასდებოდეს მატრიცულად. მაგალითად ტესტი იყოს სულ 100 ქულიანი, თუმცა ნოლიდან 50 ქულამდე მიღებული შედეგი ითვლებოდეს დაბალ დონედ, 50-დან 80-მდე - საშუალო დონედ, ხოლო 80-ის ზევით - მაღლად. ასეთ შემთხვევაში თქვენ მიუთითებთ, რომ იყენებთ სამ დონიან შეფასების სკალას და გამოცდის მონაწილის შეფასებასაც შესაბამისი სკალის ჭრილში გააანალიზებთ.
  • გაინტერესებთ თუ არა სწორი პასუხების სტატისტიკა - ანუ რამდენი სწორი პასუხი დააფიქსირა გამოცდის მონაწილემ.