• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

გამოცდის შედეგების შეფასება

 

თქვენ მიერ კითხვებში და ტესტებში განსაზღვრული შეფასების ლოგიკის მიხედვით სისტემა ავტომატურად შეაფასებს გამოცდის მონაწილის მიერ დახურულ კითხვებზე გაცემულ პასუხებს. ღია კითხვების შესაფასებლად სისტემაში არსებობს ცალკე ფორმა, სადაც თქვენ დაინახავთ კითხვაზე გამოცდის მონაწილის მიერ გაცემულ პასუხს, პასუხის ეტალონსა და მაქსიმალურ შესაძლო შეფასებას.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ტესტის შედეგის ანალიზი შესაძლებელია თითოეული კითხვის, სექციის და კატეგორიების დონეზე. ასევე შესაძლებელია მატრიცული შეფასებების გაკეთება, რომლებიც როგორც წესი ხშირია ფსიქოლოგიურ ტესტებში.

თუ გამოცდაში ყველა კითხვა დახურულია და ავტომატურად ფასდება, თქვენ შეგიძლიათ გამოცდის მონაწილეებს ტესტის დასრულებისთანავე მისცეთ მიღებული ქულის გაგების საშუალება. ასეთ შემთხვევაში როგორც კი მონაწილე დააჭერს გამოცდის დასრულების ღილაკს, მის ეკრანზე მიღებული ქულა გამოვა. თქვენ აქვე შეგიძლიათ ისეთი დამატებითი ინფორმაციის გამოტანა როგორიცაა: მიღებული ქულა, გამსვლელი ქულა, მიღებული ქულის პროცენტი, გამსვლელი ქულის პროცენტი და მაქსიმალური ქულა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოცდის მონაწილეებს მის მიერ არასწორად გაცემული პასუხების დეტალურად დათვალიერების საშუალება მისცეთ. ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ ნახონ ყოველი კითხვა, რომელსაც არასწორად უპასუხეს და რა იყო კითხვაზე სწორი პასუხი.