• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

შედეგების გაპროტესტება და შედეგის კორექტირება

 

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოცდის მონაწილეებს მიღებული შედეგის გაპროტესტების საშუალება მისცეთ. დავუშვათ მონაწილე თვლის, რომ კონკრეტულ კითხვაზე მისი პასუხია სწორი და არა ის რაც გამოცდაშია განსაზღვრული. შესაძლოა მონაწილე მართალიც იყოს ამ დროს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მას პროტესტის დაფიქსირების საშუალება სისტემიდანვე მისცეთ. გაპროტესტების ღილაკზე დაჭერისას მონაწილის ეკრანზე გამოჩნდება შესავსები ველები, სადაც მან დეტალურად უნდა აღწეროს თუ რატომ მიაჩნია საკუთარი პასუხი სწორად.

სხვადასხვა მონაწილეების მიერ დაფიქსირებული პროტესტები სისტემაში ცალკე სიის სახით შეგიძლიათ დაათვალიეროთ, გააანალიზოთ, დაეთანხმოთ ან უარყოთ. თანხმობის შემთხვევაში მონაწილის მიერ მიღებული შედეგი ავტომატურად შეიცვლება. გარდა ამისა, სულ რამდენიმე კლიკით შეძლებთ შეცვალოთ ყველა ისეთი მონაწილის მიღებული შედეგი, ვისაც გაპროტესტებული კითხვა შეხვდა.

გამონაკლისი სიტუაციებისათვის, გამოცდის შედეგის ხელით კორექტირებაც შეგიძლიათ.