• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

რეპორტები

  • აპლიკაციების შეფასება - რეპორტი ვაკანსიის ჭრილში გვაჩვენებს თუ რა შეფასებები მიიღო კანდიდატმა ვაკანსიით მოთხოვნილ კომპეტენციებში.
  • აპლიკაციების ბაზა - რეპორტი დეტალურად, ცხრილში, გვაჩვენებს ყველა მონაცემს რომელიც სხვადასხვა აპლიკანტების შესახებ არსებობს სისტემაში.
  • აპლიკანტების სტატისტიკა - ცხრილური რეპორტი, რომელიც გვაჩვენებს თუ რომელ ვაკანსიაზე რამდენი აპლიკაცია მივიღეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენია მათგან განხილული, რამდენია წარმატებული, რამდენი წარუმატებელი და ა.შ.
  • ვაკანსიის სტატისტიკა - გრაფიკული რეპორტი, რომელიც გვაჩვენებს ვაკანსიებზე მიღებული აპლიკაციების ანალიზს სხვადასხვა ჭრილში. კერძოდ: აპლიკაციების სტატუსების მიხედვით, საგანმანათლებლო ხარისხის მიხედვით, სასწავლებლების მიხედვით, სპეციალობების მიხედვით და ჩატარებული ღონისძიებების მიხედვით.
  • შერჩევის ღონისძიებები - რეპორტი ცხრილური სახით გვაჩვენებს კანდიდატების სიას და შერჩევის ღონისძიებებს რომლებიც ამ კანდიდატებმა გაიარეს, მათ პირად მონაცემებს და ღონისძიებაზე მიღებულ შედეგებს.
  • დასწრება - რეპორტი გვაჩვენებს გამოცდის მონაწილეების სიას დასწრების სტატუსების (დაესწრო/არ დაესწრო) და მიღებული შედეგების მიხედვით.
  • გამოცდის საერთო შედეგი - ცხრილური რეპორტი, რომელიც ჯამურად გვაჩვენებს გამოცდის მონაწილეების მიერ მიღებულ შედეგებს და მათ პირად მონაცემებს.
  • ტესტების ანალიზი - რეპორტი კონკრეტული ტესტების ჭრილში გვაჩვენებს ჩატარებული სესიების რაოდენობას, დამსწრეების რაოდენობას, მონაწილეების რაოდენობას გამსვლელი ქულით, მინიმალურ ქულას, მაქსიმალურ ქულას, საშუალო ქულას, მოდას და მედიანას.
  • ტესტების სტატისტიკა - რეპორტი კონკრეტული ტესტების ან კითხვების ჭრილში გვაჩვენებს ისეთ სტატისტიკას როგორიცაა: სულ რამდენმა ადამიანმა გაიარა აღნიშნული ტესტი, როგორია მისი ხანგრძლივობა, მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური ქულები. ასევე მოდა და მედიანა.
  • კითხვების ანალიზი - რეპორტი დიაგრამის სახით გვაჩვენებს თუ როგორია გაცემული პასუხების განაწილება კონკრეტულ კითხვებზე, მითითებულ პერიოდში.
  • გამოცდა საერთო შედეგი (ჯამური) - რეპორტი კონკრეტული გამოცდის ჭრილში გვაჩვენებს მონაწილეების შედეგიანობას. მაგალითად რამდენი ხანი გადიოდა მონაწილე გამოცდას, რა შედეგი მიიღო, რამდენი პასუხი ჰქონდა სწორი, რამდენი არასწორი და ა.შ.
  • შედეგები ფილიალების მიხედვით - რეპორტი ფილიალებისა და თანამდებობების მიხედვით გვაჩვენებს გამოცდებზე მიღებულ შედეგებს და პროცენტულ განაწილებას.
  • შედეგები თანამდებობების მიხედვით - რეპორტი თანამდებობების მიხედვით გვაჩვენებს გამოცდებზე მიღებულ შედეგებს და პროცენტულ განაწილებას.
  • ტესტის ჩაბარების დონე - რეპორტი დიაგრამის სახით გვაჩვენებს თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა კონკრეტული ტესტი მითითებულ პერიოდში და როგორი იყო მიღებული შედეგების განაწილება.
  • შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით - რეპორტი დიაგრამის სახით გვაჩვენებს თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა კონკრეტული ტესტი მითითებულ პერიოდში, როგორი იყო მათი განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და საშუალოდ მიღებული ქულები ყოველ ასაკობრივ ჯგუფში.
  • შედეგები პოზიციების მიხედვით - რეპორტი დიაგრამის სახით გვაჩვენებს თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა კონკრეტული ტესტი მითითებულ პერიოდში, როგორი იყო მათი განაწილება პოზიციების მიხედვით და საშუალოდ მიღებული ქულები ყოველი პოზიციის ჭრილში.
  • შედეგები სქესის მიხედვით - რეპორტი დიაგრამის სახით გვაჩვენებს თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა კონკრეტული ტესტი მითითებულ პერიოდში, როგორი იყო მათი განაწილება სქესის მიხედვით და საშუალოდ მიღებული ქულები.
  • ჩატარებული გამოცდების რეესტრი - რეპორტი დეტალურად გვაჩვენებს ყოველი ჩატარებული გამოცდის და მათში მონაწილეების ინფორმაციას.
  • კითხვებზე გაცემული პასუხები - რეპორტი კონკრეტული კითხვების ჭრილში დეტალურად გვაჩვენებს მონაწილეების მიერ გაცემულ პასუხებს და მათ მიერ მიღებულ ქულებს.
  • გამოცდის გაერთიანებული შედეგები - რეპორტი ყოველი გამოცდის ჭრილში დეტალურად გვაჩვენებს მონაწილეების და მათ მიერ მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაციას.
  • კითხვების ბაზა - რეპორტის საშუალებით შესაძლებელია სისტემაში არსებული ყველა კითხვისა და მათი პასუხების ექსელის ფორმატში ექსპორტი.
  • ღია კითხვების შეფასება - რეპორტი გვაჩვენებს მონაწილეების მიერ პასუხ გაცემულ ღია კითხვებსა და მათ შეფასებებს შემფასებლისა და მათი კომენტარების მითითებით.
  • გამოცდის მონაწილის შეფასება - რეპორტი, რომელიც გვაჩვენებს გამოცდის ერთი კონკრეტული მონაწილის დეტალურ შეფასებებს ყოველი ტესტის, სექციისა და კატეგორიის მიხედვით.


სისტემას ასევე აქვს არსებული რეპორტების თქვენთვის სასურველი პარამეტრების მიხედვით მოდიფიცირების საშუალება. რაც მთავარია, მოდიფიცირება მარტივია და არ მოითხოვს ტექნიკური პერსონალისა და პროგრამისტების დახმარებას. მოდიფიცირებაში იგულისხმება:

  • რეპორტებში დამატებით მონაცემების გამოტანის შესაძლებლობა;
  • ანგარიშგებაში გამოტანილი ინფორმაციის პირველადი წყაროს ანალიზის შესაძლებლობა;
  • რეპორტებში სვეტების დამატებისა და ამოღების შესაძლებლობა;
  • სტრიქონების დაჯგუფების შესაძლებლობა;
  • მონაცემების სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა;
  • მოდიფიცირებული რეპორტების შენახვისა და შემდგომ გამოყენების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ნებისმიერი რეპორტის შენახვა შემდეგი ფორმატის ფაილებში: ”xls”, “pdf”, “txt”, და “mxl”.